Saturday, October 1, 2016
Tuesday, September 27, 2016
დღე მერვე
დღეს განვიხილეთ მე-6 და მე-7 მოდულების საკითხები.ვისაუბრეთ დაგეგმვისა და ფასილიტაციაზე. წყვილში განვიხილეთ ერთმანეთის პრეზენტაციები და მივეცით ერთმანეთს რეკომენდაციები. ჯგუფში შევქმენით პროექტის გეგმის ჩამონათვალი ღირებულებების მიხედვით. ვიმუშავეთ ჩვენი პროექტის შესაბამის რუბრიკაზე. გავეცანით ახალ საიტს, რომელიც დაგვეხმარება, რომ მოსწავლეებმა თავად შექმნან ფონოგრამები. ეს ძალზე საინტერსო, სახალისო და საჭირო იყო. ტრენერის ბლოგზე გავეცანით სასარგებლო მასლებს. ბოლოს მოხდა პროექტის გადახედვა. მოვინიშნეთ ის საკითხები, რომლებიც დასასრულებელი გვაქვს. მოვინიშნეთ დავალებები.
დღე მეშვიდე
დღეს განვიხილეთ შემდეგი საკითხები: მოსწავლეთა პროექტის შეფასება, შეფასების სტრატეგიების განხილვა, მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებისა და სასწავლო პროექტის გეგმის გადახედვა. ვისაუბრეთ შეფასების კრიტერიუმებსა და ინდიკატორებზე . მოსწავლეთა ჩართვის შესახებ თვითშეფასების პროცესში. ეს მოსწავლეებს უვითარებს სწავლის პროცესის კონტროლის უნარს და თავს წარმატებულ მოსწავლეებად მიიჩნევენ).ვისაუბრეთ განმავითარებელი შეფასებისა და შემაჯამებელი კომენტარის შესახებ. გავეცანით შეფასების დოკუმენტებს.
Friday, September 23, 2016
Sunday, September 18, 2016
მეხუთე დღე
ტრენინგის დასაწყისში ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი პრეზენტაციების მონახაზები, ; ვიმუშავეთ მასწავლებლის პორტპოლიოს დახვეწაზე და გავიხსენეთ 21- საუკუნის უნარები, მოვიფიქრეთ ჩვენი პოექტის შესაბამისი აქტივობები . გავეცანით უკუკავშირის ნიმუშებს. გავეცანით ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკისა და მოდელირების სწავლების საკითხებს, ასევე - ინტელის დაწყებითი კურსის ფარგლებში მასალის გამოყენებაზე ნებართვის მოთხოვნის წერილის ნიმუშს. შევეხეთ ინტერნეტში ძიების საშუალებებს და გავეცანით ძიების ხერხებს. ვისაუბრეთ გარდნერის თეორიის შესახებ. დღე იყო ძალიან დატვირთული, შრომატევადი ვფიქრობ, გავლილი საკითხები დამეხმარება ჩემს პროექტზე მუშაობაში.
SATURDAY, SEPTEMBER 10, 2016
Friday, September 16, 2016
მეოთხე დღე
დღეს განვიხილეთ პროექტის შეფასების სხვადასხვა მეთოდი,
შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად; პრეზენტაციის მომზადება ჩემს სასწავლო პროექტზე.
განვიხილეთ პროექტის დროში გაწერილი გეგმა. გავეცანით შეფასების სტრატეგიებს.
გავეცანით პრეზენტაციის ნიმუშებს. გავაკეთეთ მონახაზი ჩვენი სამომავლო პროექტის შესახებაც.

დღეს მიღებული ცოდნა, გამომადგება ჩემს პროექტზე მუშაობისას.
Wednesday, September 7, 2016
დღე მესამე
ტრენინგის მესამე დღე საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი იყო. გავიარეთ და გავიაზრეთ , როგორ გავითვალისწინოთ სტანდარტის მოთხოვნა პროექტზე მუშაობის დროს, როგორ ჩამოვაყალიბოთ პროექტისათვის საჭირო მიმართულების მიმცემი კითხვები, -ამ კითხვების კლასიფიკაცია ზოგად, თემატურ და შინაარსობლივ კითხვებად, -მათ შორის განსხვავება. განვიხილეთ კონკრეტული, საინტერეო მაგალითები.
ასევე გავიარეთ ბლუნის ტაქსონომიის განახლებული ვარიანტი. განვიხილეთ სასწავლო პროექტის მაგალითები. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო და ვფიქრობ გამომადგება ჩემს მოსწავლეებთან მუშაობის დროს.
ასევე გავიარეთ ბლუნის ტაქსონომიის განახლებული ვარიანტი. განვიხილეთ სასწავლო პროექტის მაგალითები. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო და ვფიქრობ გამომადგება ჩემს მოსწავლეებთან მუშაობის დროს.
Sunday, September 4, 2016
დღე მეორე, რეფლექსია
დღეს ჩვენ გავიარეთ შემდეგი საკითხები:
1) ბლოგის შექმნა. რომელსაც აქტიურად გამოვიყენებ 2) პროექტის მოთხოვნების გაცნობა, ესეც ძალიან საჭირო საკითხია პროექტზე მუშაობის პროცესში.
3) პუბლიკაციის მომზადება.
4) გამოცემის მომზადება, ბოლო ორი საკითხი ვფიქრობ ყო ველთვის არ იქნება საჭირო.
ეს ტრენინგი ძალიან საჭირო და დროულია , დამეხმარება პროფესიული კუთხით დახვეწაში, მუშაობის საინტერესოდ წარმართვასა და მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებაში.

Subscribe to:
Posts (Atom)