ტრენინგის მესამე დღე საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი იყო. გავიარეთ და გავიაზრეთ , როგორ გავითვალისწინოთ სტანდარტის მოთხოვნა პროექტზე მუშაობის დროს, როგორ ჩამოვაყალიბოთ პროექტისათვის საჭირო მიმართულების მიმცემი კითხვები, -ამ კითხვების კლასიფიკაცია ზოგად, თემატურ და შინაარსობლივ კითხვებად, -მათ შორის განსხვავება. განვიხილეთ კონკრეტული, საინტერეო მაგალითები.
ასევე გავიარეთ ბლუნის ტაქსონომიის განახლებული ვარიანტი. განვიხილეთ სასწავლო პროექტის მაგალითები. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო და ვფიქრობ გამომადგება ჩემს მოსწავლეებთან მუშაობის დროს.
ძალიჯ კარგი, რომ აფასებთ პროექტის თვითელ კომპონენტს, აღწერთ მათ საჭიროებას.
ReplyDeleteვეთანხმები მეც კმაყოფილი ვარ
ReplyDelete