Tuesday, September 27, 2016

დღე მერვე დღეს განვიხილეთ მე-6 და მე-7 მოდულების საკითხები.ვისაუბრეთ დაგეგმვისა და ფასილიტაციაზე. წყვილში განვიხილეთ ერთმანეთის პრეზენტაციები და მივეცით ერთმანეთს რეკომენდაციები. ჯგუფში შევქმენით პროექტის გეგმის ჩამონათვალი ღირებულებების მიხედვით. ვიმუშავეთ ჩვენი პროექტის შესაბამის რუბრიკაზე. გავეცანით ახალ საიტს, რომელიც დაგვეხმარება, რომ მოსწავლეებმა თავად შექმნან ფონოგრამები. ეს ძალზე საინტერსო, სახალისო და საჭირო იყო. ტრენერის ბლოგზე გავეცანით სასარგებლო მასლებს. ბოლოს მოხდა პროექტის გადახედვა. მოვინიშნეთ ის საკითხები, რომლებიც დასასრულებელი გვაქვს. მოვინიშნეთ დავალებები.
დღე მეშვიდე დღეს განვიხილეთ შემდეგი საკითხები: მოსწავლეთა პროექტის შეფასება, შეფასების სტრატეგიების განხილვა, მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებისა და სასწავლო პროექტის გეგმის გადახედვა. ვისაუბრეთ შეფასების კრიტერიუმებსა და ინდიკატორებზე . მოსწავლეთა ჩართვის შესახებ თვითშეფასების პროცესში. ეს მოსწავლეებს უვითარებს სწავლის პროცესის კონტროლის უნარს და თავს წარმატებულ მოსწავლეებად მიიჩნევენ).ვისაუბრეთ განმავითარებელი შეფასებისა და შემაჯამებელი კომენტარის შესახებ. გავეცანით შეფასების დოკუმენტებს.

Friday, September 23, 2016

პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია

დღე მეექვსე


დღეს განვიხილეთ შემდეგი თემები: სასწავლო ნიმუშის შექმნა, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასება,  განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები. Drive- სა და პირად ბლოგზე ავტვირთეთ პროექტის პრეზენტაცია. დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, შევქმენით პრეზენტაციის ჩეკლისტი და მოსწავლის ნიმუში.

Sunday, September 18, 2016

მეხუთე დღე

     ტრენინგის  დასაწყისში   ერთმანეთს  გავუზიარეთ  ჩვენი  პრეზენტაციების   მონახაზები,     ;  ვიმუშავეთ  მასწავლებლის  პორტპოლიოს  დახვეწაზე და  გავიხსენეთ  21-  საუკუნის  უნარები,  მოვიფიქრეთ  ჩვენი  პოექტის  შესაბამისი  აქტივობები . გავეცანით  უკუკავშირის  ნიმუშებს.  გავეცანით  ტექნოლოგიების  გამოყენებასთან  დაკავშირებული  სამართლებრივი  და  ეთიკური  პრაქტიკისა  და  მოდელირების  სწავლების  საკითხებს, ასევე - ინტელის  დაწყებითი  კურსის  ფარგლებში მასალის  გამოყენებაზე  ნებართვის  მოთხოვნის  წერილის  ნიმუშს.  შევეხეთ ინტერნეტში  ძიების  საშუალებებს და  გავეცანით  ძიების  ხერხებს.  ვისაუბრეთ  გარდნერის  თეორიის  შესახებ.  დღე იყო  ძალიან დატვირთული,  შრომატევადი    ვფიქრობ,  გავლილი საკითხები დამეხმარება  ჩემს  პროექტზე  მუშაობაში.

SATURDAY, SEPTEMBER 10, 2016

Friday, September 16, 2016

მეოთხე დღე
    დღეს განვიხილეთ პროექტის შეფასების  სხვადასხვა მეთოდი,
შეფასების  განსაზღვრა  მოსწავლეთა  საჭიროებების  დასადგენად;  პრეზენტაციის  მომზადება ჩემს  სასწავლო  პროექტზე.
განვიხილეთ    პროექტის  დროში  გაწერილი  გეგმა.  გავეცანით  შეფასების  სტრატეგიებს.
გავეცანით  პრეზენტაციის  ნიმუშებს.  გავაკეთეთ  მონახაზი  ჩვენი  სამომავლო  პროექტის    შესახებაც.    
          დღეს  მიღებული  ცოდნა,   გამომადგება  ჩემს  პროექტზე  მუშაობისას. 

Wednesday, September 7, 2016

დღე მესამე

         ტრენინგის მესამე  დღე საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი იყო. გავიარეთ და  გავიაზრეთ , როგორ გავითვალისწინოთ სტანდარტის მოთხოვნა პროექტზე მუშაობის დროს, როგორ ჩამოვაყალიბოთ პროექტისათვის საჭირო მიმართულების მიმცემი კითხვები, -ამ კითხვების კლასიფიკაცია ზოგად, თემატურ და შინაარსობლივ კითხვებად, -მათ შორის განსხვავება. განვიხილეთ კონკრეტული, საინტერეო მაგალითები.
            ასევე გავიარეთ ბლუნის ტაქსონომიის განახლებული ვარიანტი.  განვიხილეთ სასწავლო პროექტის მაგალითები. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო  და ვფიქრობ გამომადგება ჩემს მოსწავლეებთან მუშაობის დროს.

Sunday, September 4, 2016

დღე მეორე, რეფლექსია

დღეს ჩვენ გავიარეთ შემდეგი საკითხები:
                                         1) ბლოგის შექმნა. რომელსაც  აქტიურად გამოვიყენებ                                                                  2) პროექტის მოთხოვნების გაცნობა, ესეც ძალიან საჭირო საკითხია                                              პროექტზე მუშაობის პროცესში.
                                         3)  პუბლიკაციის მომზადება.
                                         4)  გამოცემის მომზადება, ბოლო ორი საკითხი ვფიქრობ     ყო                                                     ველთვის არ იქნება  საჭირო.
     ეს ტრენინგი ძალიან საჭირო და დროულია , დამეხმარება  პროფესიული კუთხით    დახვეწაში, მუშაობის საინტერესოდ წარმართვასა და მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებაში.